ინფორმაციის განახლების თარიღი: 24 თებერვალი 2014

ოქროს სია

ვინ არის ,,ოქროს სიის’’ მონაწილე?
„„ოქროს სიის“ მონაწილე არის პირი, რომელიც სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადით.

შემოსავლების სამსახური „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს პირს თუ:
  • შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში აქვს:
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
     გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა.
    შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით დასტურდება:

    • საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 1 კალენდარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან).
     დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
     საგადასახადო დავალიანების არქონა.

    • „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

    • პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და ASYCUDA-ში დაშვებისათვის ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.

    • „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით;

    რა გამარტივებული პროცედურებით სარგებლობს ,,ოქროს სიის’’ მონაწილე?
    • თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების    დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
    • გაფორმების საგადასახადო ორგანოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.