ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 თებერვალი 2014

 

იმპორტი

საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

გამონაკლისები
  • ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
  • საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით ნებისმიერი საქონლის გადაადგილება (გარდა ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულისა) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა/გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით.
  • საბაჟო დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში ჯართის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს საავტომობილო ტრანსპორტით.
  • საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით.
  • იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ნიშანდებას და მოწმობით გადაადგილდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო ტერმინალამდე ან საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე, სადაც განხორციელდება საქონლის დათვალიერება.

დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების ან/და ეკონომიკური დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს

✔ წინასწარ, ან

✔ საქონლის შემოტანისთანავე − საბაჟო გამშვებ პუნქტში, ან

✔ შემოტანის შემდგომ გაფორმების ადგილზე ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ სხვა ადგილზე.

დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების ან/და ეკონომიკური დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
✔  გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - თბილისი;
✔  გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - თბილისი 2;
✔  გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ბათუმი;
✔  გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ფოთი;
✔  გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - აეროპორტი;
გაფორმების სამმართველო:
✔  დოკუმენტური კონტროლისა და ოქროს სიის მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;
✔  სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;
✔  თელავის განყოფილება;
✔  ახალციხის განყოფილება;
✔  ქუთაისის განყოფილება;
✔  რუსთავის განყოფილება.
სად და როგორ დეკლარირდება საქონლის იმპორტი?
სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.
ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ საქონელზე:
✔ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;
✔ ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით.
სატრანსპორტო საშუალებების შემოტანა − შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებში:
✔ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.
 
  •  
რა საქონლის გაფორმებაა შესაძლებელი საბაჟო გამშვებ პუნქტში?

საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაძლებელია გაფორმდეს შემდეგი საქონლის იმპორტი:

  • საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
    • პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში; 
    • უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი; 
    • საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
    • პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;
    • ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
    • გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
    • იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად; 
    • იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში - ზეპირი დეკლარირებით; 
    • არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
    • საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი. 
    • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონის“ ან „კარწახის“ გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი  სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი.

 

ვინ ავსებს საბაჟო დეკლარაციას?

    დეკლარანტი, იმ შემთხვევაში თუ: ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
    ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში ან/და „ORACLE”-ში. დეკლარანტის წარმომადგენელი, თუ:
    ა) საბაჟო დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
    ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში ან/და „ORACLE”-ში. 
    ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე;
    ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე. იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანისას, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად არეგისტრირებს და ამობეჭდავს დეკლარანტის განაცხადს, ხოლო დეკლარანტს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა შეეძლება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან (www.rs.ge), განაცხადზე დაფიქსირებული შტრიხ-კოდისა და უნიკალური ნომრის მეშვეობით.
    საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილ სხვა საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
    ✔ ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
    ✔ ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.
    ✔ ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
რა გადასახდელებს იხდის პირი საქონლის იმპორტისას?

საქონლის კლასიფიცირების გათვალისწინებით, საქონლის იმპორტისას პირს შესაძლებელია წარმოეშვას შემდეგი გადასახდელების გადახდის ვალდებულება:

✔ იმპორტის გადასახადი –  საბაჟო ღირებულების 0; 5; 12 პროცენტი ან ფიქსირებული განაკვეთი (საგადასახადო კოდექსის XXVIII თავის 197- მუხლის შესაბამისად);   

✔ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 18%;  იმპორტის თანხის 18 პროცენტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169- მუხლის შესაბამისად);

✔ აქციზი.– განაკვეთი დიფერენცირებულია (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188- მუხლის შესაბამისად);

 

იხილეთ სასაქონლო კოდების საძიებო სისტემა ან საგადასახადო კოდექსი

 

ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

✔ ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად. 

✔ ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.

✔ ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.