აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA)*
 

 

2010 წლის 18 მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA).



2015 წლის 10 ივლისს გაფორმდა „შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ (შემდგომში „შეთანხმება“). ხოლო შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 2015 წლის 18 სექტემბერს.

FATCA ავალდებულებს ფინანსურ ინსტიტუტებს მიაწოდონ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) შეთანხმებით განსაზღვრული „ამერიკის შეერთებული შტატების პირები“-ს შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ ფინანსურ ანგარიშებს. 

 

 


შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეთანხმებით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურში ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურში შემდგომი წარდგენის მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა ყოველი წლის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ამ წლის მომდევნო კალენდარული წლის  წლის 30 სექტემბრისა.
2017 წლის 30 სექტემბრისათვის წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს 2016 წლის პერიოდს და მისი შინაარსი განსაზღვრულია შეთანხმების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის a, b, c, d, e, f, g ქვეპუნქტებით, გარდა e (2) ქვეპუნქტისა.


ინფორმაცია უნდა წარადგინოს აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრულმა საქართველოს ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა (მათ შორის და არა მხოლოდ, საქართველოს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო კომპანია).

იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოახდინონ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროა ფინანსურმა ინსტიტუტებმა გაიარონ რეგისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე - http://www.irs.gov/Businesses/Corporations/FATCA-Foreign-Financial-Institution-Registration-Tool.

ინფორმაციის წარდგენა დარეგისტრირებული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ უნდა განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ვებ-პორტალზე https://eservices.rs.ge/ ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ფინანსური ინტიტუტების მთავარ გვერდზე არსებულ ჩანართზე - FATCA. ფაილის ატვირთვის ინსტრუქცია განახლებული 18.09.2015 ) ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით (ბმული).

იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველა შესაძლო შეფერხება და უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის დადგეილ ვადაში მიწოდება  მიზანშეწონილია, ინფორმაციის მიწოდება სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორცილდეს მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 24:00 საათამდე. საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც არ გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში (მაგალითად, საქართველოს კომერციული ბანკი რომელსაც არ ჰყავს შეთანხმებით განსაზღვრული „ამერიკის შეერთებული შტატების პირები“) არ ეკისრება FATCA-ს მიზნებისათვის ანგარიშგების ვალდებულება.

2016 წლის 30 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება (Competent Authority Agreements), რომელიც ითვალისწინებს „საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებაში მოცემული რეგულაციების განხორციელებისა და პროცედურული საკითხების უფრო დეტალურად განსაზღვრას.   

 

 

 

FATCA - სთან დაკავშირებით ინფორმაცია ხშირად დასმული კითხვების ფორმატით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - http://www.irs.gov/Businesses/Corporations/FATCAFAQs.

 

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - 
http://www.irs.gov/pub/irs-pdf/p5118.pdf.

 

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ხშირად დასმული კითხვების ფორმატით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე -http://www.irs.gov/Businesses/Corporations/FAQsFATCARegistrationSystem.

ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე - fatca.itsupport@rs.ge, ხოლო შეთანხმებიდან გამომდინარე სხვა საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე - fatca@mof.ge.

*აღნიშნული ინფორმაცია არ არის იურიდიული ძალის მატარებელი და სარეკომენდაციო ხასიათისაა. შეთანხმების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა იხელმძღვანელონ „შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ გაფორმებული, ზემოაღნიშნული საერთაშორისო შეთანხმებით . 

 

 

 

2015-წლის ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

2015 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების პროცესში, ფინანსური ინსტიტუტების მიერ გენერირებულ XML- ფაილის სტრუქტურაში ფიქსირდება საერთო ტიპის შეცდომა კერძოდ:

DocRefID - ტეგის შევსება ხორციელდება ხარვეზით

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ

https://www.irs.gov/businesses/corporations/fatca-xml-schemas-best-practices-for-form-8966-docrefid

https://www.irs.gov/businesses/corporations/fatca-ides-technical-faqs#StructureC12


 

 2016-წლის ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

გთხოვთ გაითვალისცინოთ, რომ 2016 წლის ანგარიშგება ხორციელდება ახალი XML  ვერსიის შესაბამისად.

იხილეთ ახალი FATCA XML v2.0 - https://www.irs.gov/businesses/corporations/fatca-xml-schemas-and-business-rules-for-form-8966

 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
 

გაცნობებთ, რომ ა.შ.შ-ს კომპეტენტური ორგანოს თხოვნით 2014 წლის ანგარიშებზე ინფორმაცია (XML - ფაილი) ა.შ.შ-ს შემოსავლების სამსახურს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიმდინარე წელს გადაეგზავნა ხელმეორედ. ამასთან, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მხრიდან სისტემატიურად ხორციელდება/ხორციელდებოდა ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადის დარღვევით წარმოდგენილი 2015 წლის ანგარიშების გადაგზავნა ა.შ.შ-ს შემოსავლების სამსახურში. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი 2 წელი წარმოადგენდა გარდამავალ პერიოდს, ა.შ.შ-ს შემოსავლების სამსახური მხედველობაში იღებდა ფინანსური ინსტიტუტების მცდელობებს თუნდაც დაგვიანებით წარედგინათ  ანგარიში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშების ა.შ.შ-ის შემოსავლების სამსახურისთვის გადაგზავნის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, ხოლო მიმდინარე წლიდან ინფორმაციის დაგვიანებულად/არასწორად წარმოდგენამ შეიძლება გამოიწვიოს შეთანხმებით გათვალისწინებული „შეუსაბამობის“ (non-compliance) დადგენა და თანმდევი შედეგები.