ინფორმაციის განახლების თარიღი: 10 თებერვალი 2014

წინასწარი გადაწყვეტილება


საქონლის საქართველოში შემოტანისას ან/და გატანისას, დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის სეს ესნ კოდის ან საქონლის შემქმნელი ქვეყნის წინასწარი დადგენის მიზნით, დაინტერესებულ პირს შეუძლია, შემოსავლების სამსახურს მიმართოს განცხადებით   (ქვემოთ მოცემული დანართი № 1-ის შესაბამისად).
ერთი განცხადებით პირს შეუძლია საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის ან საქონლის შემქმნელი/მწარმოებელი ქვეყნის დადგენის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ ერთი დასახელების საქონელზე.
წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 60 დღისა.
იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არ არის საკმარისი წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემოსავლების სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის განმავლობაში ატყობინებს პირს ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენის საჭიროებას. ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამ შემთხვევებში, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების ვადა შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრამდე, ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე.
წინასწარ გადაწყვეტილებას ყველა საგადასახადო ორგანოსათვის აქვს იურიდიული ძალა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში დასახელებულ საქონლზე. დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია   შესაბამისად, საჭიროა, სასაქონლო კოდის ან მწარმოებელი ქვეყნის განსაზღვრა(თუ ასეთი გადაწყვეტილება გაცემულია აღნიშნულ საქონელზე) საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე. დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი სრულიად უნდა შეესაბამებოდეს იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც გაცემულია გადაწყვეტილება;
წინასწარი გადაწყვეტილება ძალაშია გაცემიდან 3 წლის ვადით ვადით.

დაინტერესებულ პირს შეუძლია, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის საფასურია
  • 250 ლარი − წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა 10 სამუშაო დღეში;
  • 500 ლარი − წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა 5 სამუშაო დღეში