ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 თებერვალი 2014

ელექტრონული სასაქონლო ზედნადები


მიმდინარე წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადები. გადასახადის გადამხდელს შეუძლია ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსება როგორც შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალიდან (ავტორიზებული მომხმარბლით)  ასევე მის სამუშაო ბუღალტრულ პროგრამაში ელექტრონული ზედნადების სერვისის პროტოკოლის ჩაშენების საშუალებით.

თუ თქვენ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადების შევსების დროს შეგექმნებათ რაიმე სახის პრობლემა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ როგორც ჩვენს საკონტაქტო ტელეფონის ნომრებზე 2 262 143; 2 262 145. ასევე დაუკავშირდეთ თქვენს უბნის საგადასახადო ოფიცერს, რომელიც ადგილზე გაგიწევთ კონსულტაციას/დახმარებას (თქვენი საგადასახადო უბნის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემების არცოდნის შემთხვევაში მოგვმართეთ ზემოაღნიშნულ ნომრებზე და ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს კონსულტაციას და საჭიროების შემთვევაში ადგილზე აღმოგიჩენთ დახმარებას).

ელექტრონული სასაქონლო ზედნადების საბუღალტრო პროგრამაში ჩასაშენებელი სერვისის პროტოკოლი.

 

 

 

 

 

ამასთან დაკავშირებით, მოქმედებს

ცხელი ხაზის შემდეგი ნომრები:

2 262 143; 2 262 145

ხშირად დასმული კითხვები