უბნის საგადასახადო ოფიცერი

უბნის საგადასახადო ოფიცერი ეს არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო უბანზე არის მიმაგრებული და უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე მოქმედი გადასახადის გადამხდელის კონსულტირებას საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
უბნის საგადასახადო ოფიცერი გადაადგილდება ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომლის საშუალებითაც უკავშირდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემას/ბაზას და გადამხდელს ადგილზე უწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას.
უბნის საგადასახადო ოფიცრის საქმიანობის ამოცანას საგადასახადო დარღვევების პრევენცია წარმოადგენს და მას არ აქვს გადამხდელის დაჯარიმების უფლება.

რაში ეხმარება უბნის საგადასახადო ოფიცერი გადასახადის გადამხდელს?
  • პასუხობს გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს
  • რეკომენდაციას უწევს გადამხდელს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით
  • გადამხდელებს აწვდის ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ
  • ახორციელებს ვადაგასულ ან/და შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტების შედგენის და დადასტურების პროცედურებს ;
     
  • ეხმარება გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრში მიუსვლელად , ადგილზე მიიღოს სხვადასხვა მომსახურება (მაგ. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.) და ადგილზე მიიღოს მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • გადასახადის გადამხდელის საქმიანობაში სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში (კერძოდ, გადამხედელი არ არის რეგისტრირებული, არ აქვს სალარო აპარატი ) - მიუთითებს გადამხდელს დარღვევის არსებობაზე, შესაბამისი დოკუმენტის შედგენის საფუძველზე განუსაზღვრავს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული დარღვევისათვის გადასახადის გადამხდელი არ ჯარიმდება;
გადასახადის გადამხდელის სარგებელი უბნის საგადასახადო ოფიცერთან თანამშრომლობით?
  • საგადასახადო ოფიცერთან თანამშრომლობით, გადამხდელი თავიდან იცილებს საგადასახადო სამართალდარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სანქციებს/ჯარიმებს.
  • გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, კონსულტაციის მისაღებად ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს უბნის საგადასახადო ოფიცერს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უბნის საგადასახადო ოფიცრის მიერ გაწეული კონსულტაცია და მომსახურება არის სრულიად უფასო.
 
თქვენ იწყებთ სამეწარმეო საქმიანობას და ჯერ არ სარგებლობთ უბნის საგადასახადო ოფიცრის მომსახურებით?
  • შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს უბნის საგადასახადო ოფიცრის ვიზიტს თქვენს ობიექტზე, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას. ქვემოთ მოცემული სიიდან შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ უბანი ან რეგიონი და დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე.
 
 
სამმართველოს უფროსი
მალხაზ ლომიძე
599 634 300
სამმართველოს უფროსის მოადგილე
ნიკოლოზ გაგუა  577 055 464
სამმართველოს უფროსის მოადგილე
ლევან ჩაჩანიძე 
577 054 445
გლდანი-ნაძალადევის სექტორი
თემურ ეზუგბაია  577 055 706
ისანი-სამგორის სექტორის უფროსი
სერგო ჯინჭარაძე 
577 055 797
ძველი თბილისისა და დიდგორის სექტორის უფროსი
კახაბერ მეჭიაური  599 041 799
დიდუბე-ჩუღურეთის სექტორის უფროსი
ბადრი მაისურაძე 
599 040 244
ვაკე-საბურთალოს სექტორის უფროსი
ირაკლი მალანია  599 045 455
კახეთის სექტორის უფროსი
ზაქარა შოშიაშვილი 
577 055 825
შიდა ქართლის სექტორის უფროსი
მიხეილ ომაძე  551 236 300
გურიის სექტორის უფროსი
ნოდარ ინწკირველი 
599 280 592
ფოთის სექტორის უფროსი
თეიმურაზ ჭანკვეტაძე  595 900 229
აჭარის სექტორის უფროსი
ალეკო გოგმაჩაძე 
599 239 777
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი
ალექსანდრე მახათაძე  551 432 243
მცხეთა-მთიანეთის სექტორის უფროსი
კახაბერ ყიფიანი 
599 041 880
ქვემო ქართლის სექტორის უფროსი
ზაქარია კაკოშვილი  577 055 819
სამცხე ჯავახეთის სექტორის უფროსი
ბაჩუკი ბერიძე 
599 455 360
სამეგრელო-ზემო სვანეთის სექტორის უფროსი
თენგიზ ჭითანავა  577 055 620
სახელი
თანამდებობა
რეგიონი
ტელეფონის ნომერი
წინა
შემდეგი
 

საგადასახადო ოფიცერთან თანამშრომლობით თქვენ შეძლებთ თავიდან აირიდოთ ყოველგვარი უსიამოვნება,
რომელიც ეხება საგადასახადო სამართალდარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სანქციებს
ამავდროულად იყოთ მუდამ ინფორმირებულნი მიმდინარე სიახლეებზე .


შემოსავლების სამსახური გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 995 32 2262166;   ელფოსტა:  taxofficer@rs.ge