ინფორმაციის განახლების თარიღი: 10 თებერვალი 2014

ოზონდამშლელი ნივთიერებები

ოზონდამშლელი ნივთიერებები
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალულია "ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის ოქმის “A” , “B” და  “C” დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებების შემოტანა.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაშვებულია "ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის ოქმის “C” დანართში შეტანილი მხოლოდ ორი ოზონდამშლელი ნივთიერების (წყალბადქლორფტორნახშირბადი HCFC-22-ს(R22)და 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანის- HCFC-142b (R142b) და მეთილბრომიდის CH3Br (დანართი “E”) შემოტანა. აღნიშნულ სამ ნივთიერებაზე განსაზღვრულია კვოტები. ძალაში შევიდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისთვის.