ინფორმაციის განახლების თარიღი: 26 მარტი 2012

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლი


ორმაგი დანიშნულების პროდუქცია არის პროდუქცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამხედრო მიზნისათვის, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული, ქიმიური და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის საშუალებების შექმნისათვის
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე  ხორციელდება  შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა
  • №1 დანართში მუქად მონიშნულ გრაფებში აღნიშნული პროდუქცია ექვემდებარება საექსპორტო კონტროლს და მათ ექსპორტსა და რეექსპორტზე ნებართვებს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.
  • №2 დანართში მუქად მონიშნული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური ნებართვებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
  • მუქად მოუნიშნავ, თეთრად დარჩენილ გრაფებში განყოფილებების, ჯგუფების, ქვეჯგუფებისა და სასაქონლო პოზიციების დასახელებები აღნიშნულია მხოლოდ ნუსხით სარგებლობის გასაადვილებლად.
  • საქონლის იდენტიფიცირების მიზნით განმარტებები მოყვანილია ევროპის კავშირის საბჭოს დადგენილება (EC)N1334/2000-ის და (EC)N428/2009-ის დანართების შესაბამისად.
  • სასაქონლო კოდები და მათი განმარტებები ეფუძნება ,,საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზირებული სისტემის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის 2007 წლის რედაქციის შესაბამისად შემუშავებულ და ,,საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურას (სეს ესნ).
ძირითადი მარეგურილებელი ნორმატიული აქტები
  • საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“
  • საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბერის N 408 ბრძანებულება - “საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის,  იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბერის №451  დადგენილება -  „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“