ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 ივლისი 2015

საბაჟო საწყობი

საწყობი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დასაწყობდეს საქართველოში შემოტანილი/გასატანი უცხოური საქონელი ან ექსპორტში მოქცეული საქართველოს საქონელი.  კერძოდ, საწყობში შესაძლებელია:

  • საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა
  • იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია
  • საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსება.


კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსება

  • საწყობში საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, ამასთან დასაწყობებულ საქონელზე შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში არ მოითხოვება იმპორტის გადასახდელების გადახდა
  • შესაძლებელია საწყობში დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო ახალი მესაკუთრის მიერ წარედგინება ახალი დეკლარაცია. ამასთან საკუთრების უფლების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს რამდენჯერმე.
  • საწყობის ნებართვის მოქმედების პერიოდში შესაძლებელია იმპორტიორის დავალებით შეივსოს სასაქონლო დეკლარაცია და ამისათვის დამატებითი გარანტიის ან/და მინდობილობის წარდგენა საჭირო არ არის

საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღების მიზნით, განცხადებით უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  • სანებართვო მოსაკრებლის − 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სანებართვო მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში სახაზინო კოდზე 300 773 096)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან იჯარა/ქირავნობა/უზუფრუქტის  დამადასტურებელი დოკუმენტი
  • შენობის, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა
  • საბანკო გარანტია ან სადაზღვევო პოლისი 200 000 ლარის ოდენობით

(რამდენიმე საწყობის გახსნისათვის  საჭიროა მხოლოდ ერთი გარანტია)

ნებართვა გაიცემა განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღეში.

ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
საწყობის ნებართვის მოქმედების პერიოდში, დასაწყობებული საქონლის შესახებ ელექტრონულად ატვირთული ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურისათვის.