ინფორმაციის განახლების თარიღი: 21 ივნისი 2013

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

 

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
ნებართვისგაცემის პროცედურა

ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება.

ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge.
აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“, „ახალი განცხადებები“, ,,სერტიფიკატი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი (არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები.

ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.)
  • საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები 

 

ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება.
გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 2 26 11 69; ქ. თბილისი, გორგასლის №16

ნებართვის ფორმა