ინფორმაციის განახლების თარიღი: 22 დეკემბერი 2011

ავტოტრანსპორტით

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთა :

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:

იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს

სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი

ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სატრანსპურტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტით)

თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით ;

უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის გასვლის შემდეგ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს, დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ:

  • უცხოელის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 180 ლარის ოდენობით
  • უცხოელის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვეზე მეტ ხანს გამოიწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით
  • თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას
  • დაჯარიმებას არ ექვემდებარებიან თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირები