ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 თებერვალი 2014

გამარტივებული პროცედურები

 

გამარტივებული პროცედურებით სარგებლობა შესაძლებელია, თუ თქვენ მიიღებთ „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს.

    შემოსავლების სამსახური პირს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს თუ:

      ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში აქვს:
      ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
      ა.ბ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
      ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
      ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 1 კალენდარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან);
      ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
      ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.

      ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონელი ან წინასწარ დადეკლარირებული საქონელი (მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში) შესაძლებელია პირდაპირ გადაადგილდეს იმპორტიორის საწყობში იმპორტირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების გაწევისთვის დადგენილი ტარიფების გადახდა შესაძლებელია საქონლის გაშვებიდან 30 კალენდარულ დღეში; ამასთანავე, არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.

       

      „გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს“.