პროცედურები საზღვარზე
პორტალში მოწმდება:
- მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები
- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობა
- საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო ნაწილზე დაედება დამატებითი ლუქი
ლუქის დაზიანების შემთხვევაში:
- სატრანსპორტო საშუალება გაიშვება დათვალიერების აქტის მიხედვით
- ადგილზე დათვალიერების შეუძლებლობისას სატრანსპორტო საშუალება ილუქება და მოწმობით გადაადგილდება დათვალიერების ადგილზე
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე კონტროლი ხორციელდება:
- აღრიცხვის მოწმობით - სატვირთო ავტომანქანით შემოტანილი საქონელის
- TIR-წიგნაკის გამოყენებით - TIR - ით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანით შემოტანილი საქონელის
- შსს-ს ბაზაში ინფორმაციის ასახვით - მსუბუქი ავტომანქანის იმპორტის
შემოტანილ საქონელზე დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება:
სავალდებულო დათვალიერებას ან/დასინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას რომლის საფუძველზეც გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა.