ინფორმაციის განახლების თარიღი: 20 ივნისი 2012

აქციზის გადასახადი

აქციზის გადამხდელი პირი, რომელიც:

    • აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში;
    • ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში; 
    • ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს; 
    • ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას; 
    • ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას.
    დაბეგვრის ობიექტი:
    •  დასაბეგრი ოპერაცია;
    •  აქციზური საქონლის იმპორტი;
    •  აქციზური საქონლის ექსპორტი.

    შენიშვნა: ა)დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:

    •  აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს;
    •  თამბაქოს ნაწარმი.
    ბ) აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან თავისუფლდება:
    •  50 გრამის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი;
    •  იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი;
    •  მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქო;
    •  იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 400 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში იმპორტირებული თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაცია საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამისა.
    დასაბეგრი ოპერაცია:
    •  მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა;
    •  მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემა;
    •  საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენება; • ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება;
    •  მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა.
    აქციზური საქონლის სახეობები:
    •  სპირტი და ალკოჰოლური სასმელები, ლუდი.
    •  თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა) - ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას.
    •  მსუბუქი ავტომობილები.
    •  ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი გარდა მილსადენისა.
    •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა.
    •  ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი პროდუქტები.
    •  ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები. • პიროლიზის თხევადი პროდუქტი.
    •  მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი.
    •  საპოხი მასალები და საშუალებები.
    ანგარიშგება:

    დეკლარაციის წარდგენა ხდება არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    გადახდის ვადა:

    არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში – თავის მიერ განხორციელებულ იმპორტზე.
    ანგარიშგება:

    საბაჟო დეკლარაცია.

    გადახდის ვადა:

    იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

    ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს – თავის მიერ განხორციელებულ ექსპორტზე.*

    ანგარიშგება:

    საბაჟო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები.

    გადახდა:

    გათავისუფლებულია გადასახადებით დაბეგვრისგან.

    შენიშვნა:

    შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი¬თონების ნარჩენის ექსპორტისათვის მომსახურების ტა¬¬რიფი გადაიხდევინება შემდეგი მოცულობით:

    •  შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი¬თონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლი¬თონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისათვის – 160 ლა¬რი 1 ტონაზე;
    •  შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლა¬რი 1 ტონაზე;
    •  ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორ¬ტი¬სა¬თვის – 50 ლარი 1 ტონაზე.