ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება

სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს ფუნქციებია: 

ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების და რადიაქტიული ნარჩენებისა და მინერალების (წიაღისეულის),  ორმაგი დანიშნულების საქონლის, სამხედრო–საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, იარაღის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების, არაიოდიზირებული მარილის, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა, სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების კოორდინაცია;
ბ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ფარმაცევტული პროდუქტის სპეციალური აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მიღება,   სისტემატიზაცია და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
გ) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზება, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების,  ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; (19.12.2011 N 11688)
ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; (19.12.2011 N 11688)
ე1) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების/მათი ქვედანაყოფების მიერ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის კოორდინაციის უზრუნველყოფა; (19.12.2011 N 11688)
ვ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა „Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია, ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
ვ1) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა; (30.06.2011 N3539)
ზ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. (19.12.2011 N 11688)