ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; 
ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი  სახსრების მართვა;
გ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
დ) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ე) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება;
ზ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
თ) წახალისების ფორმის (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ი) მომსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.